სოფელ შალაურში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა დაათვალიერა და მოსახლეობას გაესაუბრა.
მისი განცხადებით, შალაურის ღვინის მარანთან მისასვლელი გზის 1 კმ-იან მონაკვეთის რეაბილიტაცია კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მისივე ინფორმაციით, გზის შეკეთების პარალელურად ახალი სანიაღვრე ქსელიც მოეწყობა.
,,აღნიშნული გზა წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო, რეაბილიტაციის შემდეგ, როგორც ღვინის მარნის სტუმრებისთვის, ასევე სოფელ შალაურის მოსახლეობისთვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება. პროექტი, რომლის ღირებულება 250 233 ლარია, მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. გარდა ამისა, შალაურის მარნის ხელმძღვანელობა იღებს ვალდებულებას, რომ გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ღვინის მარანთან ააშენებს სასტუმროს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას”,– განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.