ახალი ამბები

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანა აფეთქდა

სოფელ შაშიანში მცხოვრებმა ორმა ადამიანმა, რომლებიც მანქანაში ისხდნენ, დამწვრობა მიიღო. Knews.ge-ს სოფელ შაშიანში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა, ნიკოლოზ მღებრიშვილმა განუცხადა, რომ დაშავებულები უკვე გადაიყვანეს თბილისის დამწვრობის ცენტრში, სადაც მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. 
„ავარია მოხდა. დაშავებული 2 ადამიანია. დანარჩენები გადარჩნენ. ერთი თელავში იყო და ეხლა გადაიყვანეს თბილისში. ერთი ქალბატონი, რომელიც დაიწვა, მაშინვე გადაიყვანეს დამწვრობის ცენტრში“, – განუცხადა Knews.ge-ს ნიკოლოზ მღებრიშვილი. 
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც გულისხმობს უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.