ქართველი ფერმერებისთვის ბაზრების მოძიების პროცესი იწყება
პირველ ეტაპზე, ENPARD-ი ქართველ ფერმერებს ბიზნეს ორგანიზაციებთან დააკავშირებს. აღნიშნული თანამშრომლობა ასევე მიზნად ისახავს ქართველი ფერმერების დაკავშირებას ბიზნესორგანიზაციებთან, სუპერმარკეტების ქსელებთან, სასტუმროებსა და რესტორნებთან. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს სოფლის მეურნეობის ნაწარმის რეალიზაციას.
“ქართველ ფერმერებისთვის ბაზრების მოძიების პროცესის ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით რეგულარულად მოეწყობა სასოფლო-სამეურნეო ნაწარმის გამოფენა-გაყიდვები, რომელზეც მოწვეული იქნებიან საქართველოში და საზღვარგარეთ მოქმედი ბიზნეს-ორგანიზაციები, რათა მათ გაიცნონ ქართველი ფერმერები და ითანამშრომლონ კოოპერატივებთან”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ამჟამად საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროს ევროკავშირი 52 მილიონი ევროს მხარდაჭერას უწევს.