კახეთში მაღალი ტემპერატურა 3 დღე შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიურ სამსახურის ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 36-38 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში, 8, 13 და 14 აგვისტოს მოსალოდნელია მცირე წვიმა. 15-დან 23 აგვისტოს ჩათვლით კი, კვლავ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 14-დან 30 აგვისტოს ჩათვლით ჰაერის ტემპერატურა 23-28 გრადუსი იქნება.