დღეს უცხო ენების გამოცდის შედეგებიც გამოქვეყნდება
აბიტურიენტებს შედეგების ნახვა შეეძლებათ ვებგვერდზე:www.online.naec.ge. სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საინდენტიფიკაციო ნომერი. იქვე იქნება განთავსებული ნაშრომის სკანირებული ასლი და კონკრეტულ დავალებაში მიღებული ქულა.
გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333. ანგარიშიდან 50 თეთრი ჩამოიჭრება.
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უკვე გამოაქვეყნა ზოგადი უნარების, მათემატიკის, გეოგრაფიის, ფიზიკის, სამოქალაქო განათლებისა და სახვითი და გამოყენებითი გამოცდების შედეგები. ზოგად უნარებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტთა 13%-მა ვერ გადალახა. ფიზიკაში 36,2% აბიტურიენტი ჩაიჭრა, ხოლო სამოქალაქო განათლებაში აპლიკანტთა 16,3%-მა ზღვარი ვერ გადალახა.