,,კახეთის ხმამ“ ახალგაზრდა ამომრჩევლისთვის საინფორმაციო ჩანართები გაავრცელა
გაზეთები ჩანართებითან ერთად კახეთის 8 მუნიციპალიტეტში და ამავე დროს ქალაქ თელავის რამდენიმე ცენტრალურ ადგილზე თავად ჟურნალისტებმა გაავრცელეს. ჩანართში ახალგაზრდებს შეუძლიათ წაიკითხონ, რას ფიქრობენ მათი თანატოლები საარჩევნო პროცესებზე და რა იციან საკუთარი უფლებების შესახებ. ახალგაზრდებს, ასევე, შეუძლიათ წაიკითხონ რჩევები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ არჩევნებამდე და არჩევნების დღეს, რათა მათი ხმა არ დაიკარგოს.
ჩანართი რეგიონული მედიის ასოციაციის (GRMA) მიერ მიმდინარე პროექტის ფარგლებში გამოიცა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა ამომრჩევლის ინფორმირებას და საქართველოს 8 რეგიონში მიმდინარეობს.