ახალი ამბები

სიღნაღში უკანონო თევზჭერის მოწყობილობა აღმოაჩინეს

4 ცალი “ოჩხი” მდინარე ალაზანში იყო გაკეთებული, რომლითაც გადაკეტილი იყო მდინარის კალაპოტი. 
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თევზსაჭერი მოწყობილობა დაშალეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის უცნობია იმ პირების ვინაობა, რომლებმაც ალაზნის კალაპოტი გადაკეტეს.