სოფელ ტიბაანში 280 მეტრის სიგრძის გზა მოასფალტდა
სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში სრულდება და მთლიანობაში 280 მეტრის სიგრძის მონაკვეთს მოიცავს. ტიბაანელი ლამარა ჯიყაშვილის განცხადებით, მოსახლეობას გზაზე გადაადგილება უჭირდა.
,,ეს გზა ძალიან დაზიანებული იყო. ჩვენც და ბავშვებსაც გადაადგილება გვჭირდა, განსაკუთრებით წვიმიან ამინდებში. სასრუველია, რომ ყველა დაზიანებული მონაკვეთი გამოიცვალოს და სოფლებშიც გვეღირსოს ნორმალური გადაადგილება”, – განაცხადა ლამარა ჯიყაშვილმა.