დედოფლისწყაროში სახალხო დღესასწაული გაიმართება
11 საათზე ,ელიას მთის ძირში, ჩატარდება ბიძინა მაზიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში.
20 საათზე, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, შადრევანთან,გაიმართება გალა-კონცერტი,რომელშიც მონაწილეობას მიირებენ: დები ლოლაშვილები, ანსამბლი ,,ალილო”, ქართული ესტრადის ვარსკვლავები – ლაშა ღლონტი, მაკა ზამბახიძე, ნოდიკო ტატიშვილი, ირინა ბაირამაშვილი, ქეთი გომართელი, ტატო გოდერძიშვილი, ნათია ქოროღლიშვილი.სახალხო დღესასწაულზე დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქეებსა და წარმატებულ სპორტსმენებს დაასახელებენ.
კონცერტს ფოლკლორული ანსამბლი ,,ხორნაბუჯი” გრანდიოზული ფოიერვერკისა და ცეცხლოვანი შადრვნის ფონზე დაასრულებს.