ახალი ამბები

ქრთამის აღებისათვის ლაგოდეხის გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს

“გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა აუქციონის გამართვამდე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შენობით უკანონოდ სარგებლობისა და აღნიშნულ საქმიანობაში მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქეებისგან ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 500 ლარი”, – განაცხადეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. 
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ვლადიმერ ბესთაევი აღნიშნულ თანამდებობაზე რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. 
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.