ახალი ამბები

ლაგოდეხში არქიმედეს კლინიკა ფართოვდება

აღნიშნული საავადმყოფო 45 საწოლზეა გათვლილი და ის კახეთში ერთ-ერთი თანამედროვე ევროსტანდარტის შესაბამისად იქნება აღჭურვილი. 
ადგილზე პაციენტებს ლაბორატორიული და კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევებს ჩაუტარებენ. კლინიკაში უროლოგიურ ოპერაციებსაც გააკეთებენ. ბავშვთა რეანიმაციული განყოფილებაც გაიხსნება. აქვე იგეგმება მოხუცთა თავშესაფარის გახსნა.