გურჯაანში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე იმსჯელეს
მომხსენებლები სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD), მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროების წარმომადგენლები იყვნენ. საინფორმაციო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მომხსენებლებმა ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასა და ამ მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებზე.