ახალი ამბები

ქართული ღვინის ექსპორტის ალტერნატიული ბაზრები შეარჩიეს

 სამანიშვილის განმარტებით, აღნიშნული ქვეყნები ქართული ღვინის არაპროგნოზირებადი ბაზრებია, რადგან რთულია იმის თქმა, როგორ განვითარდება მოვლენები პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით. 
გიორგი სამანიშვილი ამბობს, რომ სწორედ ამიტომ არჩეულია დივერსიფიცირების პოლიტიკა, რათა გაიზარდოს ქვეყნების ნუსხა და ერთ რეგიონზე არ იყოს დამოკიდებული დარგი. 
“ამჟამად შერჩეულია 4 რეგიონი – ჩინეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, ასევე პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნები, სადაც შესაძლებელია ქართული ღვინის რეალიზაცია”, – განაცხადა გიორგი სამანიშვილმა. 
ღვინის ეროვნული სააგენტოს 6 თვის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით ექსპორტი 49%-ით არის შემცირებული და წლის ბოლომდე სავარაუდოდ იგივე ტენდენცია იქნება.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის ექსპორტის მაჩვენებელი მეტია, ვიდრე 2012 და 2013 წლებში დაფიქსირებული მონაცემები.