თელავში სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიას ფერმერებს გააცნობენ
აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიას 2015-2020 წლებში. აგრარული დარგის ხელშეწყობის მიზნით, შეხვედრაზე, ფერმერებს მიმდინარე პროგრამების ძირითად მიმართულებებზეც მიაწვდიან ინფორმაციას.
უწყების წინასწარი ინფორმაციით, თელავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საინფორმაციო შეხვედრა აგვისტოს დასაწყისში გაიმართება. შეხვედრები ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესება და მცირე ფერმერების მხარდაჭერა” ფარგლებში და მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ფორმირებაში ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ფერმერების თანამონაწილეობის გაზრდას. შეხვედრების მხარდამჭერები არიან დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია “ოქსფამი” და ორგანიზაცია “ელკანა”.