ახალი ამბები

ხეხილის ნაყოფსაბერტყი და შემგროვებელი აგრეგატი გამოსცადეს

აღნიშნული კონსტრუქციების დააგრეგატება შესაძლებელია მცირე სიმძლავრის მოტობლოკზე ან თვითმავალ შასიზე. აგრეგატის უპირატესობა, სხვა ანალოგებთან შედარებით, კონსტრუქციის სიმარტივე და ენერგიის ნაკლები ხარჯია, გარდა ამისა, მანქანა არ ახდენს მცენარის ფესვთა სისტემის დაზიანებას.
თვითმავალ შასიზე დააგრეგატების შემთხვევაში, კონსტრუქციას აღებული მოსავლის ყუთების გადაზიდვაც შეუძლია, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მისი გამოყენების ეფექტიანობას. 
ამჟამად მიმდინარეობს მანქანის კონსტრუქციის სრულყოფა. სამომავლოდ ხეხილის ნაყოფსაბერტყი და შემგროვებელი აგრეგატის ქარხნული წესით დამზადება იგეგმება.