თესაუს ლაბორატორია ნიადაგის ქიმიურ კვლევებს ჩაატარებს
კვლევების საფუძველზე განისაზღვრება ნიადაგის საკვები ელემენტებით უზრუნველყოფის ხარისხი და სასუქების სახე და შეტანის ნორმები. მსგავსი კვლევები კახეთში რამდენიმე ათეული წელია, არ განხორციელებულა. ამიტომ პროექტის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტის ლაბორატორია საჭირო ინფორმაციას რეგიონის ფერმერებსაც მიაწვდის.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის ლაბორატორია საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა დააფინანსა. ლაბორატორიის სარემონტო თანხა, რომელიც 35 000 ლარს შეადგენს, უნივერსიტეტმა უკვე მიიღო.