ახალი ამბები

ყვარელში გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა და მალევე ხანძარი ტყის მასივზეც გავრცელდა. Knews.ge-ს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ოთარ ბუჯიაშვილმა განუცხადა, რომ ხანძრის გაჩენის სავარაუდი მიზეზი გახდა ფოიერვერკი, რომელიც რესტორნის სტუმრებმა ჰაერში რამდენჯერმე გაისროლეს. მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე თელავის, ყვარლის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, გურჯაანისა და დედოფლისწყაროს სამაშველო და სახანძრო ჯგუფები მუშაოებენ და მათ მალევე შეძლეს ცეცხლის ლიკვიდაცია. 
“დაშავებულები არ არიან. ძირითადად ბალხს და ბუჩქებს ეკიდა. დაახლოებით ორიდან 3 ჰექტრამდე გორა დაიწვა. ტყის მასივიც გადარჩა”, – განუცხადა Knews.ge-ს ოთარ ბუჯიაშვილმა.