ახალი ამბები

თესაუს სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამებმა აკრედიტაცია გაიარეს

 სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მაია გონაშვილი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნანა რინკიაშვილი და იტალიის ტუშას უნივერსიტეტის პროფესორი ლორენცი ვენცი. სამაგისტრო პროგრამას კი ხელმძღვანელობენ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დიანა მჭედლიშვილი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, აკადემიკოსი ვახტანგ კოკილაშვილი. 
“პროგრამები უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს არა მხოლოდ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, არამედ რეგიონისათვის მაღალკვალიფიციური მკვლევარებისა და მაგისტრების მომზადების საქმეში”, – განუცხადეს Knews.ge-ს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.