ახალი ამბები

ყვარელში მეღვინეობა „ხარებას“ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

 ამის მიზეზი კი გახდა ფოიერვერკი, რომელიც რესტორნის სტუმრებმა ჰაერში რამდენჯერმე გაისროლეს. ადგილზე თელავის, ყვარლის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, გურჯაანისა და დედოფლისწყაროს სამაშველო და სახანძრო ჯგუფები მუშაოებენ და ცდილობენ ცეცხლის ლიკვიდაციას. შემთხვევის შედეგად დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.