ახალი ამბები

ავტოსაგზაო შემთხვევას სოფელ ვეჯინში მცხოვრები 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

Knews.ge-ს სოფელ ვეჟინში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებებლის წარმომადგენელმა კუკური ჯამატაშვილმა განუცხადა, რომ გვანცა ხარაგაულის რაიონში მეგობართან დასასვენებლად იმყოფებოდა. ჯამატაშვილის განმარტებით, გარდაცვლილი და მისი მეგობარი იყვნენ საჩხერის რაიონში ერთ-ერთი ტაძრის მოსალოცად, რომლის დროსაც ავტოსატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. 21 წლის გვანცა გველუკაშვილი ადგილზევე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა. 
„ხარაგაულის რომელიღაც სოფელში თანაკურსელთან იყო სტუმრად. ისინი წავიდნენ სალოცავში. გზაში მანქანა გაფუჭდა და როგორც ამბობენ, დაუგორდათ და ხეს შეეჯახა. ძალიან დიდი დაღმართი ყოფილა და როგორც ჩანს, ტორმუზი ვეღარ დაიჭირა. სოფლის დასახელება ზუსტად არ ვიცი“, – განუცხადა Knews.ge-ს კუკური ჯამატაშვილმა. 
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი განაცხადეს, რომ საჩხერის რაიონში მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავიდა და გარე განათების ბოძს შეეჯახა. გამოიება მიმდინარებს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი მეოთხე ნაწილით, რომელიც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარატავენ, რომ საქმეს საპატრულო პოლიციის საჩხერის რაიონული სამმართველო იძიებს.