ახალი ამბები

მევენახეებს სეტყვისაგან მიყენებული ზარალი არ აუნაზღაურდებათ

,,ვისაც ვენახი დაზღვეული აქვს, სადაზღვევო კომპანიები აუნაზღაურებენ ზარალს. მათ, ვისაც ვენახები არ აქვთ დაზღვეული, კომპენსაციას ვერც ბიუჯეტიდან ვერ მივცემთ, რადგან საკმარისი თანხა არ გვაქვს“, – განუცხადა Knews.ge-ს ალექსანდრე შათირიშვილმა. 
22 ივლისს ძლიერი სეტყვის შედეგად თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში 100 ჰექტარი ვენახი 60-80%-ით განადგურდა. სტიქიის შედეგად თელავის რაიონის სოფლები აკურა, ვანთა და კონდოლიც დაისეტყვა. ალექსანდრე შათირიშვილის განმარტებით, ამ სოფლებში ძლიერი სეტყვისგან მიყენებეული ზარალი 10-დან 25%-მდე მერყეობს.