ახალი ამბები

სოფელ ართანაში გზის მოასფალტებაზე 459 507 ლარი დაიხარჯება

თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით, ართანაში, ამ ეტაპზე, სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალის ამოცვლა მიდინარეობს. სოფელ ართანის ცენტრალური გზის მოასფალტება “რეგიონული განვითარების ფონდის” დაფინანსებით და ართანისთვის გამოყოფილი “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” თანადაფინანსებით მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს შ.პ.ს. “სერპანტინი” ახორციელებს.