სოფელ მატანში 200 ტონიანი წყლის რეზერვუარი დამონტაჟდა
გამგებლის, ბექა ბაიდაურის განცხადებით, წყლის რეზერვუარის დამონტაჟების გარდა, სოფელში შიდა საუბნო გზების მოასფალტების სამუშაოებიც მიმდინარეობს: ,,მოწესრიგდება გზის ის მონაკვეთიც, რომელსაც მდინარე ალაზანი აზიანებს და საფრთხეს უქმნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სალოცავს. პირველ მდინარე ალაზანს კალაპოტი შეეცვლება, რათა გზის ჩამოშლის საფრთხე თავიდან ავიცილოთ, ხოლო შემდეგ ეტაპზე აშენდება ნაპირდამცავი ქვის გაბიონი”, – განაცხადა ბაიდაურმა.