ახალი ამბები

ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა

აბიტურიენტებს შედეგების ნახვა შეუძლიათ ვებგვერდზე:www.online.naec.ge.სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საინდენტიფიკაციო ნომერი. იქვე იქნება განთავსებული ნაშრომის სკანირებული ასლი და კონკრეტულ დავალებაში მიღებული ქულა.
გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333. ანგარიშიდან 50 თეთრი ჩამოიჭრება.
უწყებაში განმარტავენ, რომ ტესტის I და IV ვარიანტებისათვის აბიტურიენტმა ზღვარი გადალახა, თუ მიიღო 23 ქულა და მეტი, ხოლო II და III ვარიანტებისათვის – 24 ქულა და მეტი. ზოგადი უნარების ტესტის სტატისტიკური ანალიზი დღის ბოლომდე გამოქვეყნდება. დანარჩენი საგამოცდო საგნების შედეგები, ეტაპობრივად, ნამუშევრების გასწორებისთანავე გამოქვეყნდება.