კახეთში მომხდარ მიწისძვრას ზარალი არ გამოუწვევია
“ყველა მიმდებარე სოფელი და დასახლებული ტერიტორია გადავამოწმეთ და გეტყვით, რომ მოსახლეობას მიწისძვრა არც კი უგრძვნია”, – განუცადა Knews.ge ირაკლი შიოლაშვილმა.
დღეს საქართველოში 4.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი კახეთში იყო, თუმცა მიწისქვეშა ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ სეისმური მონიტორინგის ცენტრში განაცხადეს, რომ მიწისძვრა საათნახევრის წინ, 10:58 საათზე, მოხდა.
ეპიცენტრი სიღნაღიდან სამხრეთ-დასავლეთით 30 კილომეტრში იყო. მიწისძვრის მაგნიტუდამ 4.1 შეადგინა.