თესაუს სტუდენტები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ
შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, პრეზიდენტმა და სტუდენტებმა ქვეყნის ევროპულ არჩევანზე, საგარეო პრიორიტეტებსა და სხვა საკითხებზე ისაუბრეს. ღონისძიება ,,საქართველოს სახელმწიფო მოდერნიზაციის ინსტიტუტის“ (GISM) ორგანიზებით გაიმართა.