თელავში ზაზა სახეიშვილისა და ირაკლი ხაჩიძის გამოფენა მიმინარეობს
„მე და ზაზა სახიაშვლმა გავაკეთეთ გამოფენა. დიდი ხანია, რაც ამ გამოფენის მოწყობა გვინდოდა, მაგრამ შესაბამის ფართს, ადგილს ვერ ვპოულობდით. სადაც ეხლა ჩვენ ვიმყოფებით, ეს ფართი ერთმა კარგმა ადამიანმა დაგვითმო უფასოდ. შემდეგ სამ–ოთხ დღეში მოვაგვარეთ ყველაფერი: ჩარჩოები, აწყობა თუ მომზადება და გამოვიდა ის, რასაც ხედავთ”, – განუცხადა knews.ge-ს ირაკლი ხაჩიძემ“
გამოფენის დათვალიერების დროს ფოტოგრაფმა ლევან დვალმა განაცხადა, რომ ქალაქისათვის საჭიროა ასეთი ტიპის ღონისძიებების ჩატარება და მისი ხელშეწყობა.
„ძალიან მომეწონა ნახატები და ვნახე რამდენიმე ნახატი, რომელიც ჩემს ხასიათს შეეფერებოდა და ზოგადად გამოფენით კმაყოფილი ვარ. თელავს სჭირდებ ბევრი ასეთი დღე და საღამო“, – აღნიშნა ლევან დვალმა.