თელავში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი იწყება
С ჰეპატიტის საყოველთაო სკრინინგის პროგრამაში მონაწილეობის მიზნით საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს, ჩაიტაროს უფასო სკრინინგი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიებში.
უწყებაში აცხადებენ, რომ კახეთში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი თელავის ლაბორატორიაში, ალადაშვილის ქ. N2-ში, ჩატარდება. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დარეკონ ტელეფონის შემდეგ ნომრებზე: 0350 27 27 63; 0350 27 27 62.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჰეპატიტის მსოფლიო დღის მიზანს წარმოადგენს ვირუსული ჰეპატიტებისა და ამ ვირუსებით გამოწვეული დაავადებების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.