კახეთში 4.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ სეისმური მონიტორინგის ცენტრში განაცხადეს, რომ მიწისძვრა რამდენიმე წუთის წინ, 10:58 საათზე, მოხდა.
ეპიცენტრი სიღნაღიდან სამხრეთ-დასავლეთით 30 კილომეტრში იყო. მიწისძვრის მაგნიტუდამ 4.1 შეადგინა. ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.