კახეთის რეგიონის 26 სოფელს ენერგომარაგება შეეზღუდება
07-დან 09 სთ-მდე ელექტროენერგია შეეზღუდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 12 სოფელს: ცოდნისკარს, გრაფოვკას, ჩადუნიანს, ვარდისუბანს. კართუბანს, თამარიანს, ულიანოვკას, მშვიდობიანს, ბოლოკიანს, ნაინრდოვალს, საქობოს და ჰერეთისკარს. 13-დან 14:00 სთ-მდე ახმეტის მუნიციპალიტეტის 8 სოფელს: ოჟიოს, აწყურს, ახალშენს, ახშნის ველებს, არაშენდას, კოღოთოს, ხოდაშენს და ჩაბინაანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. 12-დან 15:00 სთ-მდე ენერგომომარაგება შეეზღუდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს.
გარდა ამისა, 10-დან 18:00 სთ-მდე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებს: კაკაბეთს, მანავს, თოხლიაურს, ყანდაურას და კრასნაგორკას დენის მიწოდება შეუწყდება. უწყებაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისთანავე აღნიშნულ სოფლებს ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღუდგებათ.