ჩუმლაყის ამბულატორიასა და ყიტაანის საბავშვო ბაღში რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რეაბილიტაცია უტარდება სოფელ ჩუმლაყის ამბულატორიას და მიმდინარეობს სოფლის სასაფლაოს შემოღობვა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები უატრდება სოფელ ყიტაანის საბავშვო ბაღს, სადაც სამზარეულო ოთახი სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა გამოიცვება ელექტროგაყვანილობა. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს შპს „ნიუ ლაინი“ ასრულებს.
წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფელ ჩუმლაყისთვის 65 759 ლარი, სოფელ ყიტაანისთვის კი 12 933 ლარი გამოიყო. პრიორიტეტული პროექტები სოფლის საერთო კრებაზე მოსახლეობამ, თავად შეარჩია.