ხვალ საია თელავში პროექტის კვლევის პრეზენტაციას გამართავს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს მხარდაჭერით ახორციელებენ პროექტს: დაცული არჩევანი – ეფექტური თვითმმართველობის გარანტი.
საიამ პროექტის პირველ ეტაპზე იანვარსა და თებერვალში თვითმმართველ ქალაქებში ჩატარდა ფოკუს ჯგუფების გამოკითხვა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ფოკუს ჯგუფების მიზანი იყო ზემოაღნიშნულ პირთა დამოკიდებულების გამოვლენა, რამდენად დაცულები არიან საჯარო მოხელეები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრული სამართლებრივი რეგულაციების ფარგლებში და შესაძლებელია თუ არა ალტერნატიული მექანიზმების შემუშავების გზით აღნიშნული მდგომარეობის გაუმჯობესება. შეხვედრა, ხვალ, 23 ივლისს 11:00 საათზე დაიწყება.