დედოფლისწყაროში ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკისთვის წიგნები შეაგროვეს
ახალგაზრდული საკრებულოს წევრები წიგნებს 13 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცემენ.
ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის გიორგი კეკელიძის ინიციატივით გაიხსნა.
აქციაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის საკრებულომაც მიიღო.