სოფელ ბადიაურში ფერმერთა მომსახურების ცენტრი გაიხსნა
ცენტრის გახსნას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დავით ივანიშვილი ესწრებოდა.
ფერმერთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელის, ფრიდონ დიღმელაშვილის თქმით,ახალი ცენტრი რეგიონში მცხოვრებ 7 500 ფერმერს მოემსახურება.
,,USAID/REAP-ის მიერ გაწეული ინვესტიციით მოხდა ტრაქტორების და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა. ცენტრი მომხმარებელს აგრევთვე სთავაზობს მცენარეთა დაცვის და ვეტერინარულ საშუალებებს. შეიქმნა ასევე 4 სამუშაო ადგილი, სადაც ადგილობრივები დასაქმდნენ”,- განაცხადა ფრიდონ დიღმელაშვილმა.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ფერმერთა მომსახურების/ მექანიზაციის სერვის ცენტრების გახსნის მიზანია USAID/საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტთან თანამშრომლობით ახალი სერვის ცენტრების დაარსება, რომლებიც მოემსახურებიან ადგილობრივ ფერმერებს და შეუწყობენ მათ მიერ მოყვანილი პროდუქციის ხარისხის ამაღლებას.