თელავში ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელები მოეწყო
თელავის მერის პლატონ კალმახელიძეს განცხადებით, რუსთაველის გამზირზე ქვაფენილიანი ქუჩის მონაკვეთზე მოხდა არსებული დაზიანებული ქვაფენილის დემონტაჟი და ასფალტობეტონის საფარის მოწყობა:
,,რუსთაველის გამზირზე მოხდა დეფორმირებული ქვაფენილის ამოცვლა, ასევე ტროტუარების, ეზოში შესასვლელების, ნიაღვარმიმღებისა და გამტარი კოლექტორის მოწყობა. სამუშაოებზე სულ 286 611 ლარი დაიხარჯება”.