ვანთაში არქეოლოგიური გათხრები დაიწყო
საველე სამუშაოები 40 დღე გაგრძელდება. ამ ეტაპზე სამუშაოები სასახლის ჩრდილო აღმოსავლეთით, საწნახელის და სავარაუდო ნამარნალის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. პარალელურად, იწმინდება კარის ეკლესია. იგეგმება დასავლეთ ფასადთან არსებული, მიწისპირამდე დანგრეული სათავსოების გამოჩენა.
ექსპედიციას არქეოლოგიის დოქტორი გიორგი ლაღიაშვილი ხელმძღვანელობს. ექსპედიციაში მონაწილეობას იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფი და სოფელ ვანთის მაცხოვრებლები იღებენ.