კახეთში კოოპერატივების განვითარების ახალი პროექტი იწყება
პროექტის ფარგლებში, ხვალ, 22 ივლისს საგარეჯოს, ხოლო 23 ივლისს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, 12:00 საათზე, გაიმართება პროგრამის განხილვა, რომელიც ფინანსდება ევროკავშირის მიერ „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ (ENPARD) პროგრამის ფარგლებში. ახალი ინიციატივა ითვალისწინებს სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერას, რათა მათ განავითარონ და გააფართოონ თავიანთი ბიზნესი ტრეინინგების, ცნობიერების ამაღლებისა და საინვესტიციო მხარდაჭერის გზით.
ინიციატივა ეხება იმ რეგისტრირებულ სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც ფუნქციონირებენ პროგრამის სამიზნე მუნიციპალიტეტებში: საგარეჯო, გურჯაანი, ყვარელი. აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობის მისაღებად სასოფლო სამეურნეო კოოპერატივები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს: იურიდიულად რეგისტრირებული, მოქმედი ბიზნეს ერთეული, რომელსაც გააჩნია სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი (დოკუმენტალური მტკიცებულება აუცილებელია); ამჟამად ფუნქციონირებს ზემოთ აღნიშნულ ერთ ან რამდენიმე მუნიციპალიტეტში;
შეუძლია მინიმუმ 15% თანხობრივი (ნაღდი ფულით) და 15% არათანხობრივი თანამონაწილეობა ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობა არ იძლევა ფინანსური მხარდაჭერის გარანტიას. ელექტრონული სააპლიკაციო ფორმები ხელმისაწვდომი იქნება 2015 წლის 15 ივლისიდან მერსი ქორფსის ვებსაიტზე: www.mercycorps.ge
შევსებული სააპლიკაციო ფორმის ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 1 სექტემბერი. სააპლიკაციო ფორმა უნდა გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: enpard-mercycorps.ge, რომელსაც თან უნდა დაერთოს სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის დამადასტურებელი სერთიფიკატის დასკანერებული ვერსია.