შალაურში ფერმერთა მომსახურების სერვის ცენტრი გაიხსნა
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, დავით ნაპირელის თქმით, სერვის ცენტრი მოემსახურება რეგიონში მცხოვრებ 10 000 ფერმერს.
მისივე თქმით, USAID/REAP-ის მიერ გაწეულმა ინვესტიციამ 142,100 აშშ დოლარი შეადგინა,რაც მოხმარდა მარცვლის ამღები კომბაინის შეძენას.
გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გრანტი მოიპოვა კახი მესაბლიშვილმა და მისი თანამონაწილეობით 462,369 აშშ დოლარით დაიფარა შენობის მშენებლობის ძირითადი ხარჯები, შეძენილ იქნა ტრაქტორი, მწნეხამკრეფი, მარცვლეულის სათესი, მცენარეთა დაცვის საშუალებები და შექმნა 6 ახალი სამუშაო ადგილი.
ფერმერთა მომსახურების სერვის ცენტრების მიზანია USAID/საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტთან თანამშრომლობით ახალი სერვის ცენტრების დაარსება,რომლებიც ადგილზე მოემსახურებიან ადგილობრივ ფერმერებს და ხელს შეუწყობენ მათ მიერ მოყვანილი პროდუქციის ხარისხის ამაღლებას.