სტატიები

უკანონო ნაგავსაყრელები, როგორც დამოკლეს მახვილი (R)

კახეთის რეგიონში ნარჩენების მართვისა და გადამუშავების საკითხი ადგილობრივი პოლიტიკის მთავარი თემა არ არის. არც საზოგადოება და არც ხელისუფლება საკითხს უმთა­ვრეს პრობლემათა შორის არ აყენებს, თუმცა როგორც ექსპერტები ამბო­ბენ, მდგომარეობა საგანგაშოა და მთავრობამ მოქალაქეებთან ერთად გარემოს დაბინძურების საფრთხე სათანადოდ უნდა გაიაზროს.
400 000 – მდე კაცით დასახლე­ბული რეგიონის არც ერთ ქალაქში კანალიზაციის წყლის გამწმენდი ნაგებობა არ არსებობს. ფეკალურ მასებთან ერთად ხევებში, არხებსა და მდინარე ალაზანში ქიმიური ნივთიერებებით და პესტიციდებით მოწამლული წყალი ჩაედინება. რე­გიონის თითქმის ყველა სოფელში მოსახლეობა ნაგავს სტიქიურად ყრის და ამით დაავადებათა გავრცელების საფრთხესაც ზრდის.
არ მოქმედებს ეფექტური საჯარიმო ფუნქციები, რაც ადგილობრივ მუ­ნიციპალიტეტებს საშუალებას მის­ცემდა შეაჩეროს სტიქიური დაბინ­ძურება. საქართველომ 2003 წლის 23 მაისს ხელი მოაწერა სტოკჰოლ­მის კონვენციას და საქართველოს პარლამენტმა მისი რატიფიცირება 2006 წლის 11 აპრილს მოახდინა. კონვენცია ქვეყნის ხელისუფლებას ავალდებულებს მიიღოს ზომები მდგრადი ორგანული დამბინძურე­ბლების პირდაპირი და ირიბი გზით წარმოებისა და მოხმარების, ისევე როგორც არსებული საწყობებისა და ნარჩენებიდან მათი გამოფრქვევის შე­მცირების ან სრული აღკვეთისათვის. თუმცა, როგორც გარემოს დაცვის სპეციალისტები აცხადებენ, ბოლო ათი წლის განმავლობაში ამ მიმართუ­ლებით არაფერი შეცვლილა.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასა­მთავრობო ორგანიზაციათა ქსელის კახეთის წარმომადგენელი კახა სუხი­ტაშვილი აღნიშნავს, რომ პრობლემა უფრო ღრმაა, ვიდრე ზედაპირზე დევს: ადამიანებს არ ჰქონდათ ალტე­რატივა და ამიტომ ნაგავსაყრელები თავად შეარჩიეს. სტიქიურმა ნაგავ­საყრელებმა კი უამრავი უარყოფითი ფაქტორი გამოიწვია:
„დღეს არალეგალური ნაგავსა­ყრელი კახეთის თითქმის ყველა სო­ფელშია. იმიტომ რომ არ ქონდათ ალტერნატივა და ადამიანებმა თვითონ შექმნეს ნაგვის გატანის მექანიზმი. ამ მდგომარეობიდან გამოსავალი ისაა, რომ უკვე ამოქმედდა ახალი კოდექსი ნარჩენების მართვის შესახებ, რომლის თანახმად მუნიციპალიტეტი ვალდე­ბულია გაწმინდოს და გააუქმოს არა­ლეგალური ნაგავსაყრელები. შემდ­გომ მისი გადამუშავება კი სამომავლო პერსპექტივაა. ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა ნაგავსაყრელების გატანა და მათი გაწმენდაა. მუნიციპალიტეტე­ბს დიდი შრომა მოუწვეთ ნარჩენების გადამუშავების მიმართულებით.
თუ გვინდა ევროული ქეყეყანა ვი­ყოთ, აუცილებელია რომ ნარჩენების გადამუშავება ვისწავლოთ. დაცა­ლკევდეს ქაღალდი, პლასტმასი თუ სხვა მასალები. ჩემი აზრით, კახეთის მომგებიანი იქნება კომპოსტირება. რეგიონის წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა და ნარჩენების მართვა საუკეთესო გამოსავალი იქნება წარ­მოების განვითარებისთვისაც. ამ მი­მართულებით მუნიციპალიტეტების მუშაობა საკმარისი არ არის, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ეს სფერო ახალია და ამიტომ ძალიან დაბალია ცნობიერების დონე,“– მიიჩნევს კახა სუხიტაშვილი.
კახეთის ტერიტორიაზე ნარჩენე­ბის მართვა კახეთის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილიცაა. ექსპერტები და ადგილობრივი სამო­ქალაქო საზოგადოების წარმომად­გენლები მოქმედების მთავარ მექანიზ­მად გარემოსდსცვითი ცნიბერების გაზრდას მიიჩნევენ და ამავე დროს, ყურადღებას სახელმწიფო ინსტიტუ­ტების გამართულ და კოორდინირე­ბულ მუშაობაზე ამახვილებენ:
„ის, რომ ნაგავი არ უნდა დაყაროს და ცუდია, ეს იცის ყველამ. ამ ნაწილში ცნობადობა არის, მაგრამ სამწუხა­როდ, ქცევაზე არ აისახება. ნარჩენების გამო თუ საჯარიმო სანქციები არ ამოქმედდა, გამოსავალი არ იქნება,“– მიიჩნევს ექსპერტი.
ნაგავსაყრელები ცენტრალური ხელისფლების კომპეტენცია გახდა და ამჟამად მის მართვას ნარჩენების ეროვნული კომპანია ახორციელებს. თელავის თვითმმართველი თემის გამგებლის მოადგილე დავით ნაპი­რელმა „კახეთის ხმას“ მუნიციპალი­ტეტის მიერ ნარჩენების მართვის სტრატეგიაზე უამბო და აღნიშნა, რომ უახლოეს 1 თვეში თელავის 22 სოფლის ნაგავსაყრელის დასუფთავე­ბის საკითხი უფრო უკეთ გადაიჭრება.
„მუნიციპალიტეტის ფუნქციაა მოაგროვს ნაგავი და მიიტანოს ნაგა­ვსაყრელმდე. ამ როლს ჩვენ ყოველ­დღიურად ვასრულებთ. თელავის თემის მასშტაბით დიდი მოცულობის ნაგვის ურნები ყველგან იქნება გან­თავსებული. მაქსიმუმ ერთ თვეში გვექნება ახალი ურნები. შევიძინეთ ორი თანამედროვე, ახალი ნაგავმზი­დი და თემის სრულ ტერიტორიას მოვიცათ ლეჩურისა და თეთრწყლე­ბის ჩათვლით 22 თემში. ამჟამად ყველანაირი ტექნიკური საშუალება გვაქვს. სტიქიური ნაგავსაყრელებიდან ნაგვის გატანისათვის 90 000 ლარია გამოყოფილი.“
გარემოს დაბინძურების ზიანის შემცირებისათვის აუცილებელია მუნიციპალიტეტბმა გააძლიერონ მუშაობა სტიქიური ნაგავსაყრელე­ბის მოსპობის მიმართულებით. ამავე დროს, მთავრობამ ხელი უნდა შეუ­წყოს გადამამუშავებელი წარმოების განვითარებას, რაც საბოლოოდ გარე­მოს დაცვის სერიოზული წინაპირობა გახდება.