თელავის მუნიციპალიტეტში 70 წლამდე მამაკაცი ვენახში დაიწვა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში 70 წლამდე მამაკაცი ვენახში დაიწვა.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ვენახის ნარჩენებს წვავდა, რა დროსაც კვამლისგან გონება დაკარგა, ცეცხლმოდებული ტერიტორიიდან ვეღარ გააღწია და თავადაც ცეცხლში მოჰყვა.
ადგილზე სახანძრო- სამაშველო და სასწრაფო სამსახური იყო მობილიზებული, თუმცა მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.