ახალი ამბები

თელავში ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკაზე ისჯელებენ

დისკუსიაზე განიხილება რეგიონისათვის მნიშვნელოვანი საკითხები: ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკა, ადგილწარმოშობის და მიკრო ზონების განსაზღვრის რეგულირება და მოქალაქეთა ინიციატივებზე რეაგირების მექანიზმები. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, „საქპატენტისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „მედია ცენტრი კახეთის“ ინიციატივით, „მედია კაფეში“ გაიმართება შეხვედრა ადგილობრივ მწარმოებლებთან, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრა 26 ივნისს, 17 საათზე, ჩატარდება.