ახალი ამბები

თელავში საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე მედია ტრეინინგი გაიმართება

2 საათიან ტრეინინგში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ტელე და რადიო კომპანიის ჟურნალისტები თბილისიდან და კახეთის რეგიონიდან. ტრენინგზე საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ისაუბრებენ კახეთის რეგიონში განხორციელებული საგზაო პროექტების შესახებ. ფონდის წარმომადგენლები ჟურნალისტებს გააცნობენ საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო სფეროში არსებულ მდგომარეობასა და მედიის როლს საგზაო უსაფრთხოების განვითარების კუთხით. 
პროექტი ხორციელდება ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“, მიერ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტთან ერთად. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტი 2009 წლიდან ახორციელებს კახეთის რეგიონული გზების განვითარების პროგრამას მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით; ხოლო ფონდი განახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს, რათა გაიზარდოს მოსახლეობის საგზაო უსაფრთხოების ცნობიერება და გზებზე შესაძლო საგზაო ავარიების რისკები შემცირდეს.
პროექტის უმთავრესი მიზანია, გაუმჯობესდეს საგზაო მოძრაობაში მონაწილე ყველა პირის, ქვეითების, მძღოლებისა, ბავშვებისა და გზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის მხრიდან საგზაო მოძრაობის წესების დაცვა და შესაბისად გაიზარდოს საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილის უსაფრთხოების დონე.