ახალი ამბები

“კახეთი – საქართველოს ღვინის აკვანი” – ევრონიუსის რეპორტაჟი კახეთის შესახებ

 “ამ მხარეში ყურძენი 8 ათასი წლის წინ გაშენდა, რამაც არქეოლოგთა თქმით, კახეთი ღვინის აკვნად აქცია. ალავერდის მონასტერში ყურძის 104 ენდემური ნაირსახეობა იზრდება”, – ნათქვამია სიუჟეტში. 
სიუჟეტის გმირები არიან ალავერდის მონასტრის მონაზონი – მამა გერასიმე, რომელიც საუბრობს ბერების მეღვინეობის, უძველესი ქვევრების, საწნახელისა და მონასტრის მარნის მნიშვნელობაზე და ადგილობრივი მოსახლეები რომლებიც მეღვინეობას, როგორც სოფლის მეურნეობის უმნიშვნელოვანეს დარგს საზოგადოებას ამცნობენ.
ჟურნალისტი ამბობს, რომ კახეთში ვენახის მეპატრონეები, ღვინის გარდა, ჩურჩხელასაც ამზადებენ. “ღვინო საჩუქარია, რომელიც ღმერთმა გვიბოძა ადამიანის შრომის გზით, რათა გული გავიბედნიეროთ, სხეული გავიძლიეროთ და სული განვიწმინდოთ”, – ციტირებს სიუჟეტის ავტორი ალავერდის მონასტერში მოღვაწე მამა გერასიმეს სიტყვებს.