ახალი ამბები

კახეთში კოღოების წინააღმდეგ წამლობა დაიწყო

სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში სააგენტოს ძალებით 2000 ჰა ფართობი შეიწამლება. ამ დროისთვის 360 ჰა ფართობია დამუშავებული. ქიმიური ღონისძიება თერმული ნისლის ტექნოლოგიით, პრეპარატ დეცისის გამოყენებით ჩატარდება.
თერმული ნისლის ტექნოლოგიით წამლობა უსაფრთხოა ადამიანებისა და გარემოსთვის. სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, წამლობის პროცესში 15 -20 წუთის განმავლობაში მოერიდონ კვამლში მოხვედრას. ქიმიური დამუშავების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
სპეციალისტების განმარტებით, ბიოლოგიური თავისებურებიდან გამომდინარე, მავნებელი უფრთხის მაღალ ტემპერატურას და აქტიურდება საღამოს საათებში, ამიტომაც წამლობა მზის ჩასვლის შემდეგ, საღამოს საათებში ჩატარდება. სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნულ ღონისძიებას 2015 წლის მიზნობრივი პროგრამის „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარული კეთილსაიმედოობის” ფარგლებში ახორციელებს.