ახალი ამბები

გომეწრის ხეობაში ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა

როგორც შსს-ში აცხადებენ, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინციდენტებზე რეაგირების განყოფილებაში შეტყობინება შევიდა ახმეტაში, გომეწრის ხეობაში გადავარდნილი ტრაქტორის შესახებ.

უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი პირი, მეორე – 47 წლის მამაკაცი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.