ახალი ამბები

კახეთის რეგიონს ენერგომომარაგება შეეზღუდება

რაც შეეხება, სიღნაღს და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ენერგომომარაგება პროფილაქტიკურ სამუშაოების გეგმავს დროებით შეეზღუდება. ამასთან დაკავშირებით, 24 ივნისს 11-დან 15:00 სთ-მდე ქსელიდან გაითიშება – ქალაქი სიღნაღი და სოფლები: ბოდბე, ჭოტორი, ზ.მაღარო.
ქ.ახმეტას და მუნიციპალიტეტის სოფლებს ენერგომომარაგება ქვესადგურ ,,ახმეტაში” გაზომვითი სამუშაოების გამო შეეზღუდება. 24 ივნისს 11-დან 13:00 სთ-მდე პერიოდულობით ქსელიდან გაითიშება ქ.ახმეტა , სოფ.მატანი, პანკისისა და ილტოს ხეობის სოფლები.
რაც შეეხება თელავის მუნიციპალიტეტს, ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” სარელეო დაცვების შემოწმების მიზნით ქვესადგურ ,,გულგულაში” სამუშაოებს გეგმავს. აღნიშნულიდან გამომდინარე – 24 ივნისს 11-დან 12:30 სთ-მდე ქსელიდან გაითიშება თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. რუისპირი. ხოლო 06-დან 11 სთ-მდე პროფილაქტიკურ სამუშოებს ჩაატარებს ქ/ სადგურ ,,წინანდალში” რის გამოც ელექტროენერგია შეეზღუდება სოფლებს: აკურას, ბუშეტს, ვანთას, წინანდალს, კონდოლს და ქვ.ხოდაშენს. სამუშაოების დასრულებისთანავე აღნიშნულ სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება უწყვეტ რეჟიმში აღუდგება.