ახალი ამბები

ლაგოდეხში მამაკაცი დაშავდა

მამაკაცმა ძლიერი დამწვრობა სახის არეში მიიღო. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის რაიონულ საავადმყოფოში მეორე ხარისხის დამწვრობით მოათავსა. შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები და საპატრულო პოლიცია იმყოფებოდა. მომხდარზე დაიწყო გამოძიება. ინფორმაციას ,,ჰერეთი” ავრცელებს.