კახეთში არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით 21 წლის ახალგაზრდა დააკავეს
“დაკავებულია 1994 წელს დაბადებული პირი, რომელმაც ძალადობის გარეშე, წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკამდე მიუღწეველთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა”, – აცხადებენ შსს-ში. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით, რომელიც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. ინფორმაციას ,,ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.