თელავის მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს
,,ეს აქცია დაიგეგმა ქალაქის მერთან შეთანხმებით. სოციალურად დაუცველ 4 მრავალშვილიან ოჯახს გადავეცით ტანსაცნელი და პროდუქტი,რომელიც მოსახლეობაში მოვაგროვეთ. ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიება და მსგავს აქციებს ეტაპობრივად კიდევ გავმართავთ”,- განუცხადა Knews.ge-ს საჭოს წევრმა ეთერ შოშიაშვილმა.
სოციალურად დაუცველი ოჯახები თელავის მერიიდან სხვადასხვა სოციალური პროგრამითაც სარგებლობენ.
,,მერიას აღებული აქვს პასუხისმგებლობა თითოეული თელაველის წინაშე, ამიტომ სოციალური პროგრამების დაფინანსება მუნიციპალიტეტისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იქნება”,– განაცხადა თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ.