ახალი ამბები

საგარეჯოში 42 წლის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

უწყებაში განმარტავენ, რომ შემთხვევის დროს მონტიორი სამსახურებრივ საქმეს არ ასრულებდა, ის კერძო პირთან საკუთარი ინიციატივით მუშაობდა. 
,,კომპანიის წინასწარი მოკვლევით, ადგილი ჰქონდა პროფესიულ უყურადღებობას, რამაც ფატალური შედეგი გამოიწვია. საქმეზე გამოძიებას შს სამინისტრო აწარმოებს”,– განაცხდა კახეთის ენერგოდისტრიბუციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბექა ბარამიძემ.